ამ შეძახილებით და საყვირებით კაფე "სავანეს " მფლობელები ქალაქის
მერის წასვლას ითხოვენ. მათი თქმით, მერია დოკუმენტების გაყალბებით
ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ
პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება.
საქმე ეხება, ცენტრალურ
ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა.
კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც
შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ
მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც
მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს.
სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის
ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის
ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი
კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.
მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ,
რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების
წართმევას.
ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ
აქ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები