"ისინი ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სასამართლოს
გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას "
ეს განცხადება ქუთაისის მერიის იურისტმა "სავანეს" მეპატრონეების მიერ
დაგეგმილ აქციამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა.
ირაკლი გიორგაძის თქმით, კაფის მფლობელების აქტივობა , რომლებთანაც
ქუთაისის მერია სასამართლო დავაშია , ერთადერთ მიზანს - საზოგადოების
შეცდომაში შეყვანას და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას
ემსახურება.
მერიის იურისტი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც კაფე დგას და
რაზეც "სავანეს" მფლობელები პრეტენზიას აცხადებენ, მუნიციპალური
საკუთრებაა.
კაფე "სავანეს" მფლობელებმა, რომლებიც მერიას ქონების წართმევაში
ადანაშაულებენ, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია 6 საათზე
დაანონსეს. ისინი აქციაზე ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადადგომას
მოითხოვენ.
ქუთაისის მერიასა და კაფე "სავანეს" მეპატრონეებს შორის სასამართლო
დავაზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება
16 ივლისს უნდა გამოაცხადოს.
საქმე ეხება, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს
„ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ
შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე
საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია
კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის
საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით
აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს
იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ
შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა
გაეტანა.
მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ,
რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების
წართმევას.
ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ
აქ.
მასალის გამოყენების პირობები