ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა
კოსტავა, რომელმაც სოციალურ ქსელში 16 წლის გოგონას დაღუპვის შესახებ
სიძულვილის ენის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, დღევანდელ სხდომას
არ ესწრება.
მისი სავარძელი ცარიელია. უცნობია
კიდევ რამდენ სხდომას გააცდენს ნანა კოსტავა, რომლის მიმართაც
საზოგადოებაში მწვავე პროტესტი არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი დღევანდელ სხდომაზე არ მივიდა,
სამოქალაქო აქტივისტები მის წინააღმდეგ სხდომათა დარბაზში პერფორმანსს
მოაწყობენ და მის წასვლას მოითხოვენ.
ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე
ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ
ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში
ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე
გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების უმწვავესი
რეაქცია მოყვა. ორი დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე საპროტესტო
აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კოსტავას საკრებულოდან
წასვლას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები