ქუთაისში, ელექტრომობილების საწარმოს პროექტის გადადებული პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
მთავრობის ამდინისტრაციაში ამბობენ, რომ პრემიერის დღის წერიგთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. შესაბამისად, უცნობია დაესწრება თუ არა პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე."პრეზენტაციის ნაწილში არაფერი შეცვლილა. ოფიციალურთან ერთად იქნება მუსიკალური ნაწილიც. რაც შეეხება გამომსვლელებს, ვიცი, რომ აღარ იმღერებს სალიო, მაგრამ ვფიქრობთ დავტოვოთ დიჯეი. საღამო როგორც დაგეგმილი იყო დაიწყება 10 საათზე",-ამბობს ნიცა ჩოლოყაშვილი.
ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია და კონცერტი 20 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო კონცერტი გადაიდო, პრეზენტაცია კი არ გაუქმებულა. პრეზენტაციაზე დასასწრებად ქუთაისში პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩამოვიდა, იგი მეუფის პანაშვიდზეც იმყოფებოდა. პარალელურად, 20 ივნისის დილიდან საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლის გამო თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები დაიწყო. პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე კი პრემიერმა ქუთაისი დატოვა, ორგანიზატორებმა კი პრეზენტაციის 26 ივნისს გადადების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.ელექტრომობილების ქარხნის პროექტის მიხედვით, ინდუსტრიულმა ჯგუფმა „აიგრუპმა“ (Aigroup) ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმო უნდა ააშენოს. ქარხანაში 300-მდე ადგილობრივი მცხოვრები უნდა დასაქმდეს. ქარხანამ 18 თვეში 5000 ელექტრომობილი უნდა გამოუშვას.
მასალის გამოყენების პირობები