ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ახალ მიმართულებას
ამატებს.
პირდაპირი ფრენები შესრულდება ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბადენ-ბადენის,
ვენეციის, ნეაპოლის,ნიცის, პიზის, სტოკჰოლმის, ნიურნბერგის, პოზნანის,
ჰერაკლიონისა და ტურკუს მიმართულებით.
"წლის ბოლოდან უკვე შვიდი მიმართულებით დაიწყება პირდაპირი ფრენები,
ხოლო დანარჩენი 2020 წლის ზაფხულიდან დაწყება", - განაცხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ,
რომლის თქმით ეს საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მეტი ევროპელი
ტურისტი მიიღოს.
ხელშეკრულებას ახალი ფრენების დამატების შესახებ კომპანია ვიზეარსა და
ეკონომიკის სამინისტროს შორის დღეს მოეწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები