ახალი ამბები
"რუსეთი ოკუპანტიას" საპროტესტო აქციის მონაწილეები კიკვიძის ძეგლის დემონტაჟს ითხოვენ
FaceBook
დღეს, აქცია ვასილ კიკვიძის ძეგლთან მსვლელობით დასრულდა, სადაც  ძეგლს მისი აღების მოთხოვნით ნაჭერი დააფარეს.
"ვასილ კიკვიძის ძეგლი! აქციის ბოლოს მსვლელობა მოვაწყვეთ და საბჭოთა ჯალათის ძეგლის დემონტაჟი მოვითხოვეთ, დავფარეთ ნაჭრით",  – განაცხადა  საპროტესტო აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა აკაკი საღინაძემ. 


ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების არასამთავრობო ორგანზიაცია "ევროპა ჩვენი  სახლია" წლებია ითხოვს. თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავნ, რომ ძეგლის დემნტაჟისთვის საჭირო  თანხა არ აქვთ. 


ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.

ქუთაისში, საპროტესტი აქცია ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით ოთხი დღეა გრძელდება. მათი მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე  მომხდარი შეტაკების ობიექტური გამოძიება და აქცის დდროს დაკავებულების გათავისუფლლებაა.  


ფოტო: აკაკი საღინაძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.