ახალი ამბები
"მე რომ სიტყვა მოსკოვი ვახსენო, რუსეთის აგენტი ვარ?” - ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი (ვიდეო)
FaceBook

ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი თეოლოგ ბექა მინდიაშვილის მიერ, პრორუსულ კურსთან დაკავშირებით  მისი მისამართით გამოთქმულ პროტესტზე განმარტებას აკეთებს.

მიტროპოლიტი “ქუთაისიპოსტთან” საუბარში ამბობს, რომ მინდიაშვილს დაავიწყდა, რომ მონათლულია ქრისტიანად და  ქრისტიანს ევალება სიყვარული, მტრისაც კი.


“მეტს ვეტყვი, თუ თეოლოგია, გადაიკითხოს სახარება და თუ სადმე ნახავს, რომ მაცხოვარი რომაელებს ეძახდა - გაეთრიეთ ოკუპანტებო. თუ სადმე ამ სიტყვებს ნახავს, დამირეკოს,” - ამბობს ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი.


მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი, “ქუთაისიპოსტთან” საუბარში, ასევე, ეხმიანება, მის მიერ 2014 წელს გამოცემულ ჟურნალში "სამი საუნჯე" გამოქვეყნებულ  ხედვებს, რომელიც პრორუსულია. მიტროპოლიტი განმარტავს, თუ რას გულისმობს მისი ხედვები.


“გეტყვით რა მიწერია. მე ვამბობ, რომ არის ორი სახის აგრესია, ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური აგრესია იწვევს წინააღმდეგობას და სულიერი აგრესია ხწრნის ერს.  აირჩიეთ რომელი გინდათ. მე არცერთი აგრესია არ მინდა, ქრისტიანობას აგრესია არ ახასიათებს. ჩვენი კანონი არის სიყვარული, წყალობა და მიტევება.


პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდობა რას ლაპარაკობს, მათი სინდისის საკითხია. სიტყვაზე შეიძლება გამოეკიდო (ადამიანს). თქვენ რომ ამბობთ სიტყვას მობილური, თქვენ რა ცერუს აგენტი ხართ ამიტომ? მე რომ სიტყვა მოსკოვი ვახსენო, რა რუსეთის აგენტი ვარ?


არის ბოროტება მეტი და არის ბოროტება ნაკლები. რომელს აირჩევთ თქვენ? რა დღეში იყვნე  ქართველები ახალციხეში და ადიგენის რაიონში. რუსების შემოსვლამ განდევნა იქ თურქები და მათ ამოისუნთქეს.  მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბოროტება არ ჩაუდენიათ. ვინც სიკეთეს ვერ ხედავს, ის თვითონ არის ბოროტებით სავასე ადამიანი. უნდა გავარჩიოთ ბოროტი და კეთილი. ბოროტს არ მივიღებთ, და კეთილზე ბოროტი რატომ უნდა ვთქვა. მაშინ ცილისწამებელი გამოვდივარ მე? - განმარტავს ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი.

მიტროპოლიტი, ასევე, კომენტარს აკეთებს საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელმაც მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა დაიწყო.


 


მიტროპოლიტი, ასევე, კომენტარს აკეთებს საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით, რომელმაც მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა დაიწყო.

2014 წელს გამოცემულ ჟურნალში "სამი საუნჯე" მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი წერს:


"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გაანალიზა, რაში იყო საქმე.


საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში სიონის, სამების, მამადავითის ტაძრები ხელახლა მოიხატა".


"ჩვენი გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით - რუსეთით და გვიკიჟინებენ, რომ "რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ"... ქვეყანა, რომელსაც წარსულში ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვამწარებს, "რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს. მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.


ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ  საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის ნიმ გზით გაგრძელებისა, რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო მასშტაბით, ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი, საქართველოსთვის დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს".


"ევროპული ღირებულებები, ერთი მხრივ, თავის თავში შეიცავს ქრისტიანული ღირებულებების ნატამალს და მეორე მხრივ, არაქრისტიანულს და ანტიქრისტიანულს. ანტიქრისტიანულია ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა, გავრცელება და სოციალურ ფენომენად გადაქცევის მცდელობა. ევროპა გვთავაზობს შესვლას მის ერთობაში, ევროპის გაერთიანებულ ქვეყნებში.


რა საშიშროებას წარმოადგენს ეს? ეკონომიკურად, სამართელბრივად შეიძლება ეს უკეთესი იყოს ჩვენთვის, თუმცა დასაფიქირებელია რატომ აღმოჩნდა ევროკავშირში გაერთიანებული ევროპის რამდენიმე ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ-ფინანსურ კრიზისში! ევროპა გვპირდება რომ იქნება გარკვეული გარანტი ჩვენი დაცვისა რუსეთის ექსპანსიისაგან. დღემდე ევროპამ საქმით არ დაგვიცვა და ვერც დაგვიცავს", - ნათქვამია  ჟურნალში "სამი საუნჯე" მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაში.




თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ქუთათელ-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად რუსთავის მიტროპოლიტის იოანე გამრეკლის დანიშვნას ეხმიანება.


"კარგი იქნება, თუ ქუთაისელები, მრევლი, სამღვდელოება არ მიიღებს, გააპროტესტებს მეუფე იოანეს ქუთაისში დანიშნვას. იოანე გამრეკელს მთელი პროგრამა აქვს გამოქვეყნებული, როგორ და რატომ უნდა გადავიდეს საქართველო რუსულ პოლიტიკურ კურსზე, იგი მონაწილეობდა ნატოს წინააღმდეგ აქციებში", -  წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ ფეისბუქ  გვერდზე.


თეოლოგის გარდა, სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ მოქალაქეები, რომლებიც მიტროპოლიტის დროებით მმართველად დანიშვნას  აპროტესტებენ.


ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან  რუსთავის მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა.


2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.