ტორპედოს მწვრთნელი ფინანსური პრობლემის გამო ფეხბურთელების წასვლაზე
საუბრობს.
''არ ვიცი, მომდევნო ტურის შეხვედრას როგორი შემადგენლობით
შევხვდებით, რამდენიმე ფეხბურთელს უკვე გადაწყვეტილი აქვს გუნდიდან
წასვლა, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ, მაგრამ თუ ამ კვირაში პრობლემა
არ გადაიჭრა ძალიან რთული იქნება ფეხბურთელების შენარჩუნება.
ევროპალიგაში "ორდაბასისთან" თამაში უკვე მოახლოვდა და საშიშროებაა,
რომ ამ თამაშს ძალიან რთულ მდგომარეობაში შევხვდეთ. ყველაფერი ბოლო
კვირაში გადაწყდება", - წერს კახა ჩხეტია ფეისბუქის გვერდზე.
თვიდან თვემდე სახელფასო დავალიანების გაზრდის პარალელურად, გაიზარდა
„ტორპედოს“ გულშემატკივრების უკმაყოფილება. ქუთაისის მერიის წინ
რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც კლუბიდან ზაალ ჩაჩავას
წასვლა მოითხოვეს. „ტორპედოს“ ფანკლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ახალი
მეპატრონე
გუნდს ვერ უვლის, რის გამოც ის არ იმსახურებს
კლუბში ყოფნას.
ქუთაისის „ტორპედო“, რომლიც წლების განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტის
დაფინანსებაზე იყო, 2017 წელს აუქცონზე 300 000 ლარად გაიყიდა.
მასალის გამოყენების პირობები