მარტოხელა პენსიონერებს 20 აგვისტოდან შეჩერებული დახმარება აღუდგებათ.
"იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დახმარება შეუჩერდათ, 20 აგვისტოდან აღუდგებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 20 აგვისტოდან დაიწყება იმ თანხების გაცემა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად აღუდგებათ მარტოხელა პენსიონერებს.
"20 აგვისტოდან, იმ მარტოხელა პენსიონერებს, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუჩერდათ დახმარება, შეეძლებათ მიიღონ ჩვეულებრივი წესით. ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართული კამპანია მიიღო ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადამიანების ბედით მანიპულირებამ, სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მისივე განმარტებით, სამინისტროს მიერ შესწავლილია სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროება.
"მინდა განვმარტო ის, რომ სახელმწიფო ეხმარება ყველაზე შეჭირვებულებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს დღეისათვის 1 600 000 ადამიანმა მიმართა. ცხადია, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ყველას აღმოუჩინოს სოციალური დახმარება, ამისთვის არსებობს კომპენსაციის სხვა საშუალებები", - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები