ახალი ამბები
რატომ იყო გათიშული გარეგანათება ქუთაისში აქციის პარალელურად - მერიის განმარტება
FaceBook
ქუთაისში, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, 20 ივნისის საღამოს აქციის მიმდინარეობის დროს ცენტრალურ უბანში გრეგანათების გათიშვის ფაქტზე "ენერგო პრო ჯორჯია" პასუხისმგებლობას იხსნის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ქალაქში არანაირ ავარიულ გათიშვას ადგილი არ ჰქონია და ეს საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის.

ქალაქის ცენტრალური უბნის გარკვეულ ნაწილში ჩაბნელებულ ქუჩებს მერიაში გარეგანათების ჩართვის დაგვიანებით ხსნიან.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი, მალხაზ ბასილაძე ამბობს, რომ გარეგანათების დაგვიანებით ჩართვა ელექტრომობილების საწარმოს პრეზენტაციისთვის მზადებამ გამოიწვია, რომელიც 20 ივნისს, 22:00 საათზე, ცენტრალურ მოედანზე იყო დაგეგმილი.

"რამე სპეციალურად არ მომხდარა. უბრალოდ, ღონისძიების რეპეტიციის დროს, ალბათ რამე ხარვეზი მოხდა და დააგვიანა ჯიპიესმა ჩართვა, მეტი არაფერი მომხდარა. გარეგანათება 21:10 საათზე  ირთვება ხოლმე პროგრამულად. გუშინ ღრუბლიანი ამინდი იყო და შეიძლება ამიტომ ჩანდა რომ გვიან ჩაირთო", - ამბობს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი, მალხაზ ბასილაძე. მისი თქმით, ყველა სხვა ქუჩაზე გარეგანათება ჩართულუი იყო.

ქუმცა, ქუთაისიპოსტის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ 21:15 წუთზე, მაშინ როდესაც ცენტრალურ მოედანზე საპორტესტო აქცია მიმდინარეობდა, ჩაბნელებული იყო ფალიაშვილის ქუჩის ნაწილი. ასევე, გარეგანათება გათიშული იყო თეატრის უკანა მხარეს, ბროსეს ქუჩის ნაწილზეც. 

რუსი დეპუტატების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ქუთაისში 20 ივნისს რამდენიმეჯერ გაიმართა. დღის ბოლოს, 19:00 საათზე დაწყებული აქცია, ცენტრალური მოედნიდან ბალახვნის მიმართულებით მსველობით გაგრძელდა.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავეილოვმა საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლური ასამბლეის სესიის წაყვანა სცადა.

მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. აქციის დროს ათეულობით ადამიანი დაშავდა.


ამავე თემაზე:

საპროტესტო ტალღა ქუთაისში - მსვლელობა შეძახილებით (ვიდეო)

 




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.