ახალი ამბები
რუსი დეპუტატების წინააღმდეგ ქუთაისში მორიგი აქცია დაიგეგმა
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები პარლამენტში რუსი დეპუტატების ვიზიტს გააპროტესტებენ.

პარალელურად, აქცია გაიმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე.

საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის წინ ერთი აქცია უკვე ჩატარდა. სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს და საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.  სერგეი გავრილოვი პარლამენტში იმყოფებოდა, ის პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა, საიდანაც ასამბლეას უძღვებოდა. 

ასამბლეის სესიამ სხდომის გაგრძელება შესვენების გამოცხადების შემდეგ ვეღარ შეძლო. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ ასამბელის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. ანსამბლეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ  სესია პარლამენტში აღარ გაგრძელდება.

 

საქართველოში ცამოსულ რუსეთის დელეგაციას მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.  ოპოზიცია კი ანსამბლეას ბოიკოტს უცხადებს. 

რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი სერ­გეი გავ­რი­ლო­ვი კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რია. გავ­რი­ლო­ვი 1966 წელს ტუ­ლა­ში და­ი­ბა­და. 1989 წელს მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და 90-იან წლებ­ში რამ­დენ­ჯერ­მე სცა­და პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რა, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მას მე­სა­მე მცდე­ლო­ბი­სას გა­უ­მარ­თლა და 2007 წელს დუ­მის დე­პუ­ტა­ტი გახ­და.
გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.