მეორე ეტაპი გასაუბრება ჩატარდება 3-4 სექტემბერს.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ატესტაციის პირველი ეტაპი ტესტირება მიმდინარე წლის 23 აგვისტოს
გაიმართება. ატესტაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ,,ააიპი"-ს ადმინისტრაციის თანამშრომლები გაივლიან.
ატესტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დილის 10;00 და 14:00 საათამდე ჩატარდება.
ტესტირების მეთოდიკისა და შეფასების კრიტერიუმის თანახმად ატესტაციაში მონაწილეებს 9 საკითხიდან 100 კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევთ. შესაბამისად უმაღლესი შეფასება ასი ქულა იქნება. ტექსტი მოიცავს 50 ტესტურ დავალებას
საქართველოს კანონმდებლობიდან და 50 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან.
ტესტირების მეთოდიკისა და შეფასების კრიტერიუმის თანახმად ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს ადგენს ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი 65% ფარგლებში.
როგორც ააიპ-ში განმარტავენ ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით დაწესებულებაში იქნება საპრეტენზიო კომისია.
მეორე ეტაპი გასაუბრება ჩატარდება 3-4 სექტემბერს. დრო და ადგილი ჯერ დაზუსტებული არარის, მათ შესახებ ინფორმაცია დაამტებით გამოცხადდება, -აღნიშნულია საატესტაციო-საკომისიო სხდომის ოქმში.
ეკა კუხალაშვილი
მასალის გამოყენების პირობები