ახალი ამბები
მეუფე კალისტრატე, შესაძლოა, ბაგრატის ტაძარში დაკრძალონ
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი კალისტრატე, შესაძლოა, მისი სურვილისამებრ, ბაგრატის ტაძარში დაკრძალონ.
მოძღვარი სტეფანე ნანობაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ბაგრატის ტაძარში დაკრძალვის თაობაზე მეუფე კალისტრატემ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიბარა.

"მისი სურვული იყო დაიკრძალოს ამ ტაძარში. რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თანხმობის მისაღებად დავურეკეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ პრობლემა არ იქნებოდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღის" - ამბობს მოძღვარი სტეფანე.

პატრიარქმა, ასევე, უნდა გადაწყვიტოს, თუ როდის დაკრაძალვენ მიტროპილიტს. 

მეუფე კალისტრატე  80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად,  ქუთაისის ონკოცენტრში 20 ივნისს გარდაიცვალა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი კალისტრატე ბაგრატის ტაძარში გადაასვენეს, სადაც დაკრძალვამდე პანაშვიდები გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი, შესაძლოა, პატრიარქის მესაყდრე მეუფე შიო გახდეს. თუმცა, როგორც სასულიერო პირები ამბობენ, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება, სინოდის შეკრების შემდეგ იქნება მიღებული.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე (მარგალიტაშვილი) 1938წლის 20ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად,რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.

1989
წლის 8 თებერვალს მეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992წლის25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტის ხარისხში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.