ქუთაისის ცენტრალური ბაღში "თბილის პრაიდის" კონტრაცია
გაიმართა. აქციაზე სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები
მივიდნენ.
აქციას, ასევე, შეურთდა ქუთაისის საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატი
უმრავლესობიდან გელა გაბადაძე.
"ლევან ვასაძე ვაჟკაცი ქართველია, რომელიც ზნეობისთგის იბრძვის. მე
ვარ მრავალშვილიანი მამა, შემთხვევით გავიგეთ ეს აქცია და მივედი. ეს
არის ქრისტეს და ანტიქრისტეს ბრძოლა. რაც შეეხება ვასაძის განცადებას,
ის იძულებული გახადეს ასე მოქცეულყო" - განაცხადა კონტრაქციაზე მამა
ილიამ.
აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ ისინი ბიზნესმენ ლევან
ვასაძეს უჭერენ მხარს, რომელის მიერ ორგანიზებული კონტრაქცია ლგბტ
პრაიდის კვირეულის წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, ნებისმიერ
დროს მზად არიან თბილისში ფართომასშტაბიან აქციას
შეურთდნენ.
"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვებრძვით სოდომ გომორს ანუ ცოდვას და არა
კონკრეტულ ადამიანებს" - ამბობს ქუთაისში კონტრაქციის ერთ-ერთი
ორგანიზატორი ოთარ ხმელიძე, რომელიც "თავისუფალი საქართველოს"
აქტივისტი გახლავთ, თუმცა მისი თქმით, დღევანდელ აქციას პარტიასთან
კავშირი არ აქვს.
კონტრაქციის კიდევ ერთ ორგანიზატორი მალხაზ მურუსიძეა, რომელიც
გელათის სასულიერო სემინარიის ლექტორია.
18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული იგეგმება. მას
ორგანიზებას ორგანიზაცია "თბილისი პრაიდი" უწევს. ივნისი მთელ
მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა.
არასამთავრობო ორგანიზაციები “თბილისი პრაიდის“ ირგვლივ მომხდარ
მოვლენებს ღია წერილით ეხმიანებიან და ლგბტ+ აქტივისტებს სოლიდარობას
უცხადებენ. განხადებაში ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ
ორგანოებს გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ მოძალადეთა
სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის, მეორე მხრივ კი „თბილისი
პრაიდის” კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების
უზრუნველსაყოფად.
ამასთანავე, აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყველა
მოქალაქე სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.
"თბილისი პრაიდის" გამო საქართველოში განვითარებული მოვლენების
შესახებ „ამერიკის ხმის“ შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის
წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის
წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ და
კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური
ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.
მასალის გამოყენების პირობები