პარტია "თავისუფალი საქართველოს" თამჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ
ქუთაისში, ახალრეაბილიტირებულ რუსთაველის გამზირისა და სხირტლაძის
ქუჩის კვეთაზე წყალქცევა გააპროტესტა.
წულაიას თქმით, სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რაც ქალაქში პირველი
შემთხვევა არაა.
"110 მილიონია ქუთაისში დახარჯული წყლების მილების გამოცვლაზე რაც მე
ვიცი. ეს ფული იშოვება მეტალუგიურ ქარხნებში, შახტებში, ბაზრობებზე,
საზღვარგარეთ მონური შრომის ხარჯზე და ა.შ.
ესენი კი მიმდგარნი არიან და ასე ღორულად ჭამენ", - ამბობს გოგი
წულაია.
"ძველი მილი ჯობდა ამას, წაგვიღო წყალმა", - ამბობს ნათელა
ყურაშვილი.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ
ახლადრებილიტირებული ქუჩა წყლის ქცევასთან არაფერ შუაშია. მათი თქმით,
ადგილზე შექმნილი მდგომარეობა საკანალიზაციო სისტემის გაჭედვამ
გამოიწვია.
"წყალარინების ქსელი იყო გაჭედილი, რომელიც უკვე მოგვარებული უნდა
იყოს. ველოდებით ზარს წუთი წუთზე", - ამბობენ კომპანიაში.
მასალის გამოყენების პირობები