ჭიათურის ცენტრალურ ნაწილში ნაძვის ხეებს ჭრიან.
მერიაში განმარტავენ, რომ ხეების მოჭრა საბაგიროს რეკონსტრუქციის
მიზეზით ხდება, რაც აუცილებელი იყო ბაგირების
დასაჭიმად.
"გეგმიურია და შეთანხმებულები არიან. ახლა ბაგირებს ჭიმავენ", -
ამბობენ ჭიათურის მერიაში.
რა რაოდენობის ხის მოჭრაა დაგეგმილი, ამ დრომდე უცნობი რჩება.
საბაგირო გზების ხელძღვანელი სატელეფონო ზარებს არ
პასუხობს.
ჭიათურაში სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების
რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს
მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ფოტო: ჭიათურა დღეს
მასალის გამოყენების პირობები