შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ
მოუწოდებს.
ყურადღება მიაქციეთ სანაპირო ზოლზე არსებულ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს.
თქვენივე უსაფრთხოდ განტვირთვისა და დასვენების
მიზნით, თავი შეიკავეთ წყალში შესვლისგან იქ, სადაც არ არის მოწყობილი
სანაპირო ზოლი, არ არის ხალხმრავალი ადგილი, არ დგას მიმანიშნებელი ან
ამკრძალავი ნიშნები და არ არის შექმნილი უსაფრთხო ცურვისთვის
შესაბამისი პირობები," - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები