საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, 2019 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14 პროცენტით გაიზარდა და 225 596 შეადგინა.
უწყების მონაცემებით, 37 პროცენტით გაიზარდა უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21 პროცენტით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისის თვიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.
ხუთი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, თბილისის ეროვნულ პარკს, ყაზბეგის ეროვნული პარკს, მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონს.
ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდში, მდინარე ოკაცეს
ხეობაში მდებარეობს.
სოფელი ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზეა განთავსებული.
კანიონის 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.
პრომეთეს მღვიმე, იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარებს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.
მღვიმის დათვალიერების ერთ საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებში მოგახვედრებთ.
მასალის გამოყენების პირობები