ახალი ამბები
ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში სასტუმროს მშენებლობაზე განმარტებას აკეთებს
FaceBook

ქუთაისის მერია წერეთლის ქუჩა #62-ში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, ამავე მისამართზე მცხოვრები იულია ლანჩავას პროტესტს პასუხობს.


ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მშენებლობის პროექტი შეთანხმებულია ქუთაისის მერიასთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. 

"ყველა პროცესი მიმდინარეობს კანონის სრულიდ დაცვით და პროექტის შესაბამისად. ამ ეტაპზე საქმეს  ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, რომლის დასრულების შემდეგ საქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას საჯაროდ იხილავს საზოგადოება",-განაცხადა ქალაქის მერმა.


წერეთლის ქუჩა #62-ში მცხოვრები იულია ლანჩავა წელიწადზე მეტია მის მეზობლად სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. იულია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სამუშაოები დაიწყო, მის სახლში კედლები დაიბზარა და სახლს დანგრევა ემუქრება.

ვითარებას ის გარემოება კიდევ უფრო ართულებს, რომ სასტუმროც და მისი  სახლიც რიონის სანაპიროზე მდებარეობს.

იულია ლანჩავა ამბობს, რომ  ადგილზე ნიადაგის კვლევაც არ ჩატარებულა და მშენებლობის ნებართვა ყალბი გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გაიცა. რამდენიმე დღის წინ კი მდინარის ნაპირზე ჯებირი ჩამოიშალა, რაც, მისი თქმის,   კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლებოდა.

„სახლში უკვე დაიბზარა კედლები. გახსნილია აბაზანის და მისაღების კედელი. გეოლოგიურ დასკვნაში წერია, რომ 6 მეტრიანი ჭაბურღილები გააკეთეს ნიადაგის გამოსაკვლევად, თუმცა, ის მანქანა, რომელიც დასკვნაშია მითითებული, ფიზიკურად  ვერ შემოეტეოდა ეზოში.  მეორეც, მე ამას აუცილებლად დავინახავდი.  არავითარი 6 მეტრიანი ჭაბურღილები არ გაუკეთებიათ, დასკვნა არის ყალბი. ამ უკანონობას კი ქუთაისის მერია მფარველობს"-ამბობს იულია ლანჩავა.


რა ხარვეზებით მიმდინარეობდა მშენებლობა წერეთლის #62-ში, დეტალურად ნახეთ აქ:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.