ახალი ამბები
ქუთაისში "კარფურის" მშენებლობა დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე ჰიპერმარკეტის " კარფურის" მშენებლობა დაიწყო, რომელსაც კომპანია შპს "ვესტპოინტი" ახორციელებს.
კომპანიას შარტავას ქუჩაზე ტროტუარის ნაწილი მერიამ იჯარით ორი თვის წინ გადასცა.

საუბარია,  13 000 კვ.მ მწვანე ზოლზე, რომელიც ჰიპერმარკეტის სამშენებლო ტერიტორიას ირაკლი აბაშიძის გამზირიდან ესაზღვრება.

კარფურს ტროტუარი აბაშიძის ქუჩიდან შესასვლელისთვის სჭირდება, რისთვისაც მწვანე ზოლი უნდა გაიჭრას.

მერიაში ამბობენ, რომ სანაცვლოდ კომპანია სკვერის კეთილმოწყობის პირობას დებს.

"რადგან სავაჭრო ცენტრია, უნდა ჰქონდეს მრავალმხრივი შესასვლელ-გასავლელი. მოგვმართეს თხოვნით, რომ მიგვეცა ნებართვა, რომელიმე ადგილზე შეჭრა გაკეთდეს, რომ მოქალაქეები შევიდნენ ავტომანქანით. სანაცვლოდ, მივიღეთ პირობა, რომ მოაწყობს სკვერს. დამატებით პრიობად ჩავდეთ სკვერის ინტერნეტით უზრუნველყოფაც. როგორც ვიცი, პროექტი შეთანხმებული აქვთ და თვითონაც მონდომებულები არიან, რომ მალე დაასრულონ მშენებლობა", - განმარტავს  ქუთაისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი.

შპს "ვესტპოინტი" მწვანე ზოლით სარგებლობის სანაცლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში წლიურად 12 000 ლარს გადაიხდის.

შარტავას ქუჩაზე ყოფილი ავიამშენის ქარხნის ტერიტორიაზე  სავაჭრო ცენტრ "კარფურის" მშენებლობა გასულ წელს დაანონსდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.