ქუთაისის მერიამ კომპანია "ჯეო სერვისს ", რომელიც ტაბიძის ქუჩაზე
წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, შესაძლოა, ხელშეკრულება შეუწყვიტოს.
ქუთაისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ
კომპანიამ მის კონტრაქტორს თანხა არ გადაუხადა, რის გამოც სამუშაოები
შეჩერდა.
გიორგი ჭიღვარიას თქმით, თუ "ჯეო სერვისი" პრობლემას ერთი კვირის
ვადაში ვერ მოაგვარებს, მერია ხელშეკრულებას შეუწყვიტავს.
"თუ ერთი კვირის ვადაში პრობლემა არ მოგვარდება, ჩვენ დავიწყებთ
მუშაობას მასთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე. ეს იქნება მაგალითი ყველა
კომპანიისთვის, რომ ჩვენ ვიქნებით მკაცრები მათ მიმართ, ვინც
ვალდებულებებს არ შეასრულებს", - განაცხადა ქუთაისის მერმა.
მისი თქმით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო კომპანია
ყოველდღიურად 1200 ლარით ჯარიმდება. რაც შეეხება იმას, გამოაცხადებს
თუ არა მერია განმეორებით ტენდერს, ქალაქის მერის თქმით, ამ საკითხზე
მას შემდეგ იმსჯელებენ, რაც გაირკვევა კომპანიის პოზიცია აგრძელებს თუ
არა სამუშაოებს.
ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ თვეზე მეტია
მიმდინარეობს.
ერთი კვირაა კომპანიამ სამუშაოები მიატოვა.
ამავე თემაზე:
"სახლებს საძირკველი უჩანს" - რა ხდება ტაბიძის
ქუჩაზე (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები