ქუთაისში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე
დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, რუსთაველზე გზის
საფარის პირველი ფენის დაგება დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება,
რომლის შემდეგაც გამზირზე შესაძლებელი იქნება საავტომობილო მოძრაობა
აღდგეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი ქუჩემით უწევთ.
რუსთაველის გამზირზე გზის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი"
ახორციელებს. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7
მლნ ლარი გამოყო.
მასალის გამოყენების პირობები