პოლიტიკა
„ნანა წადი“ - სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისის ქუჩებში სტიკერები გააკრეს
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გრძელდება.


ცოტა ხნის წინ სამოქალაქო ატივისტებმა ქუჩებში სტიკერები გააკრეს  წარწერით: „ნანა წადი“


აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნეს სახელწოდებით: „ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე“.


„ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს მისივე სტატუსიდან გამომდინარე“, - აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.

სამოქალქო საზოგადოება ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას უკვე ერთი კვირაა ითხოვს. კოსტავამ თავდაპირველად განაცხადა, რომ  დეპუტატის მანდატზე უარს ამბობდა, მოგვიანებით კი თქვა, რომ ამომრჩეველთა თხოვნით გადაწყვეტილება შეცვალა და არსად წასვლას არ აპირებს.

კოსტავა უკვე აღარ არის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე და აღარც გენდერული საბჭოს წევრი, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და მან  საკრებულოც უნდა დატოვოს.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი ლაგოდეხის ჩანჩქერში დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.