ახალი ამბები
5 თვეში სხვადასხვა გადაცდომის გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა
FaceBook

2019 წელს პროფესიული განვითარების საბჭომ პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დააკისრა.

აქედან 119 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, 27 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 1 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.

 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წელს, პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 70 შემთხვევაში.

სააგენტოს ცნობითვე, 2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა, ხოლო 2018 წელს კი 342 ექიმს.

„2017 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 300 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 207 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 93 ექიმს.

2018 წელს, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 191 შემთხვევაში. 2018 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ 342 ექიმს დააკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 235 ექიმს მიეცა წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 105 ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა 2 ექიმს“, - აღნიშნულია სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებში.


წყარო:interpressnews.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.