5 ივნისის 18:00 საათიდან - 6 ივნისის 07:00 საათამდე, ტყიბულის
მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. შეზღუდვები იმოქმედებს
ჯალაღანიას, დუმბაძის, კუპრაშვილის, თაბუკაშვილის, გამსახურდიას ქ.#1-
29 ჩათვლით ( 26-27 გამოკლებით) ლესელიძის, ბარათაშვილის,
ორბელიანის, ყაზბეგის, მაწკეპლაძის, ძმები ვარდოსანიძეების და
ტყვარჩელის ქუჩებზე.
კომპანიის განმარტებით, წყალმომარაგების შეზღუდვა ტექნიკური
სამუშაოების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
მასალის გამოყენების პირობები