ახალი ამბები
"გვართმევენ" - ქუთაისის მერიასა და კაფე "სავანეს" შორის სასამართლო დავა განახლდა
FaceBook

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში კაფე“სავანესა“ და ქუთაისის მერიას შორის მიმდინარე დავაზე მორიგი პროცესი გაიმართა.

კაფის მეპატრონეები სხდომაზე წარწერებიანი მაისურებით „გვართმევენ“ მივიდნენ. მათი თქმით, მერიასთან მორიგება შეუძლებელია და ისინი საკუთრებას არ დათმობენ.


საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.


სხდომაზე კაფის მეპატრონეების ადვოკატმა, ნინო მეფარიშვილმა 1972 წლის დოკუმენტის ასლი  წარმოადგინა, რომელიც მისი თქმით ასახავს „სავანეს“ პირვანდელ იერსახეს, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ კაფე თავიდანვე მყარი კონსტუქცია იყო. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, მერიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ წლების წინ შპს „ნიკოლოს“ მიერ შეძენილი ნაგებობა მხოლოდ ბამბუკის მოძრავი  კონსტრუქცია იყო, რომელიც მფლობელებს სხვა ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ, აბსურდია.


ადვოკატმა დოკუმენტის საქმეზე დართვა მოითხოვა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე და განაცხადა, რომ ის, რასაც მხარე მტკიცებულებას უწოდებს, ერთად შეკრული რამდენიმე ფურცლის  ასლია, რომელიც დოკუმენტად ვერ ჩაითვლება. გიორგაძის წინააღმდეგობის მიუხედავად მოსმართლეთა კოლეგიამ შუამდგოლობა დააკმაყოფილა და მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები საქმეს დაურთო.


სასამართლომ თავისი ინიციატივით მთავარ საქმეს ასევე დაურთო  ქუთაისის  მერიასა და კაფე „სავანეს“ შორის 1996 წელს  გაფორმებული 5 წლიანი იჯარის ხელშეკრულება. მოსამართლეთა თქმით,  საქმეში არ არის  არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ასახავს რა მოხდა 5 წლის შემდეგ, როცა მხარეებს შორის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. ასევე, არ არსებობს იჯარის თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. შესაბამისად, დაუდგენელია ასრულებდა თუ არა შპს „ნიკოლო“ მერიის წინაშე აღებულ ვალდებულებას. თავის მხრივ შეკითხვები არსებობს ქუთაისის მერიის მისამართით, რატომ არ ითხოვდა მუნიციპალიტეტი იჯარით განსაზღვრულ თანხას.


სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ქუთაისის მერიის  დაკვეთით მომზადებული ბულვარის აზომვითი ნახაზი, სადაც კაფე „სავანე“ დატანილი არ არის. მერიის იურისტმა განაცხადა, რომ თუ ნახაზზე, რომლითაც მერიამ ბულვარის ტერიტორია საკუთრებაში დაირეგისტრირა, გასხვისებულ  კაფეს ასახავდნენ,  გამოვიდოდა, რომ მერია კაფესაც თავის საკუთრებად აცხადებდა. ირაკლი გიორგაძის ეს პოზიცია არ გაიზიარა სასამართლომ.  სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მერიას ნახაზზე რეალობა უნდა აესახა.


საქმეზე მომდევნო პროცესი 25 ივნისს ჩაინიშნა.



ამავე თემაზე:


კაფე "სავანემ " ქუთაისის მერიას სასამართლო დავა მოუგო



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.