გაიცანით – ამ ფირუზისფერ,
ზღაპრულ კაბაში გამოწყობილი გოგონა მარიამია.
ცოტა ხნის წინ დარწმუნდა, რომ
ოცნებები ხდება, და ეს ამბავი უნდა ყველას გაუზიაროს.
8 წლის მარიამ კვესელავა ქუთაისში პირველად ჩატარებული შშმ პირების
საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.
"ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ
ვიცოდი, რომ კარგად უნდა მემღერა. ბედნიერი ვარ და მინდა ყველა ბავშვი
ასე რომ იყოს," – ამბობს მარიამი,
რომელმაც ქუთაისის ოპერის თეატრში გამართულ ფესტივალზე, პუბლიკისთვის
გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" შეასრულა.
ულამაზესი, თუმცა საკმაოდ რთული
სიმღერის მომზადებაში მარიამს მამა დაეხმარა.
უსინათლო დავით კვესელავა თავადაც მღერის. გოგონაც მამის
ნამღერს ბავშვობიდან უსმენდა.
"ერთხელად ამყვა და აღმოვაჩინეთ, რომ მარიამს ძალიან კარგი ხმა, სმენა
ჰქონდა," – ამბობს დავით კვესიტაძე.
მას შემდეგ მამა– შვილი ერთად მღერის და ამბობენ, რომ შეზღუდული
შესაძლებლობები არ არსებობს.
"როდესაც ადამიანს რაღაც მიზანი ამოძრავებს, ამისათვის ძალიან ბევრსაც
შრომობს, ოცნებები ყოველთვის ხდებიან.
ამას სულ ვასწავლიდი მარიამს და მიხარია, რომ მისი იმედები
გამართლდა," - ამბობს დავით კვესელავა.
სრულყოფილ მომღერლად ჩამოყალიბებისთვის მარიამი მშობლებმა
ვოკალისტთანაც მიიყვანეს და ამბობენ, რომ გოგონას მომავლის
შექმნისთვის ყველანაირად დაეხმარებიან.
მასალის გამოყენების პირობები