შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს
საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას
სთავაზობს.
ტესტირება 7 ივნისს, 12:00 საათზე,
წინა წლებში გამოყენებული ზოგადი უნარების
საგამოცდო დავალებებით შედგენილი 80-ქულიანი ტესტით,
ჩატარდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეობის
მიღება მოსწავლეებს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან
შეუძლიათ. ამისათვის მოსწავლე 7 ივნისს 12:00 საათზე უნდა შევიდეს
ვებგვერდზე:
exam.naec.ge, სადაც საგანგებოდ მოცემულ უჯრებში
დარეგისტრირდება და შემდეგ დაიწყებს დავალებების სწორი პასუხების
მონიშვნას. ტესტირების შედეგი დამთავრებისთანავე გამოჩნდება ეკრანზე.
ეს პროცესი სულ 3 საათი გაგრძელდება. 15:00 საათის შემდეგ სისტემაში
შესვლა შეუძლებელია.
მასალის გამოყენების პირობები