ახალი ამბები
ვინ ჩაანაცვლებს კოსტავას საკრებულოში მანდატის დატოვების შემთხვევაში
FaceBook

იმ შემთხვევაში თუ ნანა კოსტავამ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა, ქუთაისის  საკრებულოში  მის ადგილს მერიის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი, კობა ფხაკაძე დაიკავებს.


2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ფხაკაძეს „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში რიგით მე-10 ადგილი ეჭირა, შესაბამისად, დეპუტატის მანდატი სწორედ მას ერგება.


კობა ფხაკაძემ ჯერჯერობით არ იცის დათანხმდება თუ არა საკრებულოს წევრობას.  ქუთაისიპოსტთან საუბარში აიპის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დეპუტატის საბოლოო გადაწყვეტილებას  დაელოდება.

„ჯერ უნდა დაველოდოთ ქალბატონი ნანას გადაწყვეტილებას. როდესაც მივალთ ამ მდგომაროებამდე, ქალაქის მერთან გავივლი კონსულტაციას და მივიღებ გადაწყვეტილებას. ჯერ ამაზე არ მისაუბრია და ვერ გაგცემთ პასუხს“, - ამბობს კობა ფხაკაძე.


ნანა კოსტავამ მას შემდეგ, რაც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოყვა, განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა. კოსტავას,  უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით საკრებულოსთვის წერილობით დღეს უნდა მიემართა, თუმცა, იგი არც სამსახურში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. ტელეკომპანია "იმედს" კი განუცხადა, რომ ამომრჩევლების თხოვნით საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ თუ კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს, ის თავად გავა ფრაქცია "ქართული ოცნება -კოსერვატორებიდან", რომლის წევრიც ნანა კოსტავასთან ერთად არის.

ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავას პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა. ორი დღის განმავლობაში ქალაქში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვდნენ.

კოსტავას ქმედება დაგმეს მისმა თანაგუნდელებმა. მას ერთდროულად დაატოვებინეს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი და გენდერული საბჭო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ კი განაცხადა, რომ იგი კოსტავასთან ერთად საკრებულოში არ იმუშავებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.