დეპუტატის თქმით, არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა.
როგორც კოსტავა იმედთან საუბარში
ამბობს, დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ საკრებულოს ოფიციალურად
წერილობით მომდევნო კვირაში მიმართავს.
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დას რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.
დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე
ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული
პრეზერვატივით პირჯავრს იწერს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა:
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში
აღნიშნა, რომ არ იცოდა ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ
ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.
ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" - წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.
მასალის გამოყენების პირობები