საქართველოს პარლამენტის ყოფილი
დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის მიერ ფოთში აგებული გემი
,,არგო" უკვე ვანშია.
გემი, ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმთან
შეცურდა. მასზე არგონავტები იმყოფებიან, რომელთაც წინ ქალღმერთი
ჰერა მოუძღვით. მათ ასევე, შეურთდებიან აიეტი და მედეა.
ომარ ნიშნიანიძის გემი ფოთიდან 31
მაისს, პერფორმანსის თანხლებით გამოემგზავრა. გემში იასონის
პერსონაჟი იჯდა, რომელიც კოლხეთში ოქროს საწმისის წასაღებად
მიემართებოდა, თუმცა, მოულოდნელად გემმა მსვლელობა
შეწყვიტა. ომარ ნიშნიანიძე ამბობს, რომ გემს გადაადგილება
მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო გაუჭირდა.
ომარ ნიშნიანიძემ „არგოს“
მშენებლობა ორი თვის დაიწყო. მისი თქმით, მას ამით კოლხეთის
ისტორიის გაცოცხლება სურს.
მასალის გამოყენების პირობები