2 ივნისს, ქუთაისში თეატრალური ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" 2019
იწყება.
მასში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის სახელმწიფო თუ
სახალხო თეატრები მონაწილეობენ.
ფესტივალში ქუთაისის თეატრები, ასევე აზერბაიჯანისა და რუმინეთის
თეატრალური დასებიც ჩაერთვებიან.
"თეატრალურ იმერეთს" კონკურსის სახე აქვს. იმუშავებს
ჟიური, რომელიც ათზე მეტ ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი 20 ივნისს დასრულდება, რომელიც იმართება თეატრალური
საზოგადოების, იმერეთის გუბერნიისა და ქუთაისის მერიის
მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები