თბილისის მერი კახა კალაძის ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის ნანა კოსტავას სიძულვილის შემცველ პოსტს ეხმაურება.
„ძალიან მძიმე იყო ნანა კოსტავას განცხადება. ასეთი განცხადებები მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს. ზოგადად, სიძულვილის ენა სერიოზული პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას, ხალხს დავანახოთ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამ ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებაზე საუბრისას.
დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე
ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული
პრეზერვატივით პირჯავრს იწერს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა:
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში
აღნიშნა, რომ არ იცოდა ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ
ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.
ანალოგიური სიძულვილის შემცველი
პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების
შემდეგაც გამოაქვეყნა. "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი
ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" - წერდა კოსტავა
2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან
რამდენიმე საათში.
მასალის გამოყენების პირობები