1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ბესიკ გაბაშვილის სახელობის
კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში 16
ატრაქციონი უფასოდ იმუშავებს.
ასედვე, მოეწყობა გარბენი, რომელიც
10:00 სთ-ზე ავტოქარხნის ხიდიდან დაიწყება და
კიკვიძის სახ. სკვერში დასრულდება. მასში კადეტთა სამხედრო
ლიცეუმის, საჯარო და კერძო, ასევე სპორტული სკოლებისა და სასკოლო
სპორტული ოლიმპიადის ზონალური ტურნირის გამარჯვებული ვანის N2 საჯარო
სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
გარბენი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ინიციატივით, ქ.ქუთაისის მერიის
მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების
ორგანიზებით ეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები