ახალი ამბები
როგორ მოხვდა ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ნანა კოსტავა, რომელმაც ჟურნალისტ სალომე ბარკერის მიმართ სიძულვილის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა, საკანონმდებლო ორგანოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხვდა.
კოსტავა  საკრებულოში „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”  პარტიული სიით შევიდა, სადაც რიგით მე-7 ადგილი ეჭირა.

ახალი საკრებულოს არჩევის შემდეგ, ნანა კოსტავა  ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარედ დაინიშნა. 

საკრებულოში მოხვედრამდე ნანა კოსტავა დასაქმებული იყო ქუთაისის მერიის  ეკონომიკური განვითარების განყოფილებაში,  წამყვანი სპეციალისტის პოზიციაში. ასევე, ოთხი თვე მუშაობდა კონტროლის პალატის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტში - აუდიტორ-სტაჟიორის პოზიციაზე (02.2011 -06.2011).  1994-1997 წლებში ის იყო  ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტი, ეკონომიკისა და ფინანსების განყოფილებაში.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ნანა კოსტავას ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს პოსტი დღეს დაატოვებინეს.

ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ სოციალურ ქსელში  ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დის,
ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა სალომე ბარკერის და იყო,  ეს ვიდეო კი  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა.

საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.  დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი  მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.

დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა, თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით,  საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება ენმ-მ დღეს დაარეგისტრირა.

რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.



ამავე თემაზე:


საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა facebook-ში აღარ იძებნება

ქუთაისის მერი საკრებულოს წევრის ფეისბუქპოსტზე: "ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას"

ქუთაისში მოქმედი მედია დეპუტატ ნანა კოსტავას ბოიკოტს უცხადებს

"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე

"ჩემით არაფერს არ დავწერ" – ნანა კოსტავა საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტაზე

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.