ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ნანა კოსტავას ფრაქცია "ქართული
ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარეს პოსტი დაატოვებინეს.
ეს გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კოსტავამ
სოციალურ ქსელში ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის გოგონას
დის,
ჟურნალისტის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში
ხარ ახლა, იცინე". ვიდეოში სალომე ბარკერი თითზე გაკეთებული
პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
ნანა კოსტავამ განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა
სალომე ბარკერის და იყო, ეს ვიდეო კი ოჯახის სიწმინდის
დღესთან დაკავშირებით გააზიარა.
საკრებულოს დეპუტატის ქმედებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
ქუთაისის მერიის წინ გაიმართა აქცია. აქციის მონაწილეებმა
ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე რეაგირებისკენ
მოუწოდეს. დაიწყო პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება
საკრებულოდან მისი გაშვების მოთხოვნით. ქუთაისში მოქმედმა
მედიასაშუალებებმა კი გაავრცელეს განცხადება, სადაც წერენ, რომ ნანა
კოსტავას არ მიეცემა საშუალება გამოყენოს ადგილობრივი
მედიასაშუალების არც ერთი პლატფორმა.
დეპუტატის ქმედება დაგმო საკრებულოს თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა,
თუმცა, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის და კოსტავამ
საკრებულო უნდა დატოვოს.
მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მოთხოვნით, დღეს,
ქუთაისის მერიის შენობაში ბრიფინგს გამართავს საკრებულოს ფრაქცია
"ნაციონალური მოძრაობა" და რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოითხოვს.
რაც შეეხება თავად ნანა კოსტავას, ის ამბობს, რომ თავისი ნებით არსად
წასვლას არ აპირებს, პირადად კი თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს
მოიხდის.
ამავე თემაზე:
საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა facebook-ში აღარ
იძებნება
ქუთაისის მერი საკრებულოს წევრის ფეისბუქპოსტზე:
"ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას"
ქუთაისში მოქმედი მედია დეპუტატ ნანა
კოსტავას ბოიკოტს უცხადებს
"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს
წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ
პოსტზე
"ჩემით არაფერს არ დავწერ" – ნანა კოსტავა
საკრებულოში უფლებამოსილების შეწყვეტაზე
„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი
ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო
მასალის გამოყენების პირობები