ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატი ნანა კოსტავა facebook-ში აღარ იძებნება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას გვერდი სოციალურ ქსელ facebook-ში გაქრა.

უმრავლესობის დეპუტატის პროფაილი მას შემდეგ აღარ იძებნება,  რაც საზოგადოების ნაწილმა კოსტავას წინააღმდეგ აქცია მოაწყო და საკრებულოდან მისი წასვლა მოითხოვა. პარალელურად, კოსტავას უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.


ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, \ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16  წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს. გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“.

მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ  არ იცოდა  ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის. 

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს კოსტავა, რომლის პოსტი 28 მაისით თარიღდება, ხოლო თავად 17 მაისის მოვლენაზე საუბრობს.

ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. "ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" - წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში.

დეპუტატის საკრებულოდან წასვლა დღეს მერიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  და პოლიტიკოსებმა მოითხოვეს. მათი განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს,  აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია არ გამორიცხავს საკრებულო დატოვოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ, მის მიერ დაწერილი პოსტის გამო.

თავის მხრივ, დეპუტატი ნანა კოსტავა აცხადებს, რომ  უფლებამოსილების შეწყვეტას არ აპირებს. "რადგან მართალი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის და სალომე ბარკერის წინაშე. ეს იყო უბრალოდ იმის  დანაშაული, რომ  ინფორმაციას არ ვფლობდი ბოლომდე (ტრაგედიის შესახებ რედ.) მე თვითონ,  ჩემით არაფერს არ დავწერ და თქვენ, რაც გინდათ  ის გააკეთეთ, გინდა იმპიჩმენტი და რაც გინდათ ის",  –  განაცხადა  ნანა კოსტავამ.


ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველ განცხადებები დაგმეს ჟურნალისტებმაც. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებებლა დეპუტატს ბოიკოტი გამოუცხადეს.

მოგვიანებით განცხადება გაავრცელა ქუთაისის მერმაც, სადაც ნათქვამია, რომ "მე პირადად და ასევე ჩვენი გუნდი ვგმობთ და ვემიჯნებით ამ დამოკიდებულებას, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია". 

საკრებულოს თავმჯდომარის  თქმით, გუნდში უკვე დაწყებულია მსჯელობა ნანა კოსტავას საკითხზე და საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს საათებში, დღეებში მიიღებს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.