ახალი ამბები
ქუთაისში "ოცნების" დეპუტატის საკრებულოდან წასვლას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მოითხოვენ უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ საკრებულო დატოვოს.

აქციის მონაწილების მოთხოვნა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტს უკავშირდება. "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე"  - აღნიშნული პოსტი დეპუტატმა  ჟურნალისტ სალომე ბარკერს მიუძღვნა, რომლის 16  წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო.

აქციის მონაწილეების თქმით, შემთხვევიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მისი საკრებულოდან წასვლაა. მათივე განცხადებით, თუკი კოსტავა საკრებულოს არ დატოვებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.


დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო მინაწერით,  სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს, 28 მაისს გამოაქვეყნა. ქუთაისიპოსტთან საუბარში აღნიშნა, რომ არ იცოდა ტრაგედიის შესახებ და 17 მაისის მოვლენებზე საუბრობდა.

"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით  აღლუმის ჩატარება რომ უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა რამდენიც გინდათ-მეთქი", - - ამბობს კოსტავა.


ქუთაისის საკრებულოში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნაზე ერთობლივ განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.