ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ნანა კოსტავამ ჟურნალისტ სალომე ბარკერს, რომლის 16 წლის დაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, მდინარეში დაიხრჩო, პოსტი მიუძღვნა.
დეპუტატმა ფეისბუკის გვერდზე სალომე ბარკერის ვიდეო გამაოქვეყნა,
სადაც ჟურნალისტი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.
გაზიარებულ ვიდეოს დეპუტატმა მიაწერა: „კაი დღეში ხარ ახლა,
იცინე“.
მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა. ქუთაისიპოსტთან საუბარში
აღნიშნა, რომ არ იცოდა ტრაგედიის შესახებ, ხოლო თუ
ვინმე მოითხოვს, ბოდიშს მოიხდის.
"ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით აღლუმის ჩატარება რომ
უნდოდათ ლგბტეებს და არ გამოუვიდათ, მაგას ვგულისხმობდი, როცა დავწერე
"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე". ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში, იცინეთ ახლა
რამდენიც გინდათ-მეთქი", - ამბობს ის.
სალომე ბარკერის და, 26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები