"უარი შერჩევით სამართალს" - ამ დევიზით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა
სოლიდარობის აქცია გამართეს.
ამით ქუთაისში მოქმედმა ჟურნალისტებმა წყალტუბოს სოფელ მესხეთში
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის იმერეთის ბიუროს ჟურნალისტსა და
ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი და თავდამსხმელების
გირაოს საფუძველზე გათავისუფლება გააპროტესტეს.
"აღნიშნული ჯგუფური თავდასხმის მონაწილეები გირაოთი გაათავისუფლეს.
ჩვენ, ჟურნალისტები, ვფიქრობთ, რომ ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი",
- ამბობს ჟურნალისტი, ირაკლი ვაჩიბერაძე.
ტელევიზიის წარმომადგენლები, ედიშერ მუშკუდიანი და ბაკურ
ჩიხლაძე,
მიმდინარე წლის 23
მაისს, წყალტუბოში იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც 7
თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
ამავე
თემაზე:
წყალტუბოში რუსთავი 2-ის ჟურნალისტს თავს დაესხნენ
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და ოპერატორი
ქუთაისის კლინიკაში არიან გადაყვანილი
"რუსთავი 2"-ის
ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ 2 პირი
დააკავა
მასალის გამოყენების პირობები