ზესტაფონში „საქართველოს რკინიგზის“
დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში უბედური შემთხვევის
დროს დაშავებული ერთ-ერთი რკინიგზელი საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს,
“ საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში არ აქვთ ზუსტი
ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს რელსები
დაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები