ამ წუთებში ჭიათურელი მაღაროელები გამარჯვებას ზეიმობენ.
ერთ–ერთმა აქციის მონაწილემ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების
შედეგები გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პირველი ივნისიდან
დასაქმებულებს ხელფასი 25%–ით გაეზრდებათ, ერთი წლის შემდეგ კი
დამატებით 10%–ით.
"ყველაფერი შეთანხმებულია. რასაც მივაღწიეთ დიდი გამარჯვებაა თითოეული
ჩვენგანისთვის," – განაცხადეს მაღაროელებმა.
მათი თქმით, გაფიცვა დასრულებულია. მაღაროელებმა დაშლის
გადაწყვეტილება მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები