"2015 წლის13 აგვისტოს დადგა ის დღე როდესაც დათქმულ მიჯნას გადავაბიჯეთ ეს დღე არის დედამიწის რეურსების გამოყენების აკრძალულ ზღვართან მიახლოება.
14 აგვისტოდან ჩვენ ვიწყებთ სათადარიგო, მომავალი წლებისთვის გადანახული რესურსების გამოყენებას, რაც გამოიხატება ათასწლოვანი ხეების გაჩეხვით ტროპიკულ ტყეებში, იმდენი თევზის დაჭერით, რისი უფლებაც არ გვაქვს, ატმოსფეროში ზედმეტი გაზების გაშვებით, რაც კლიმატზე იმოქმედებს,
La Stampa-ს კორესპონდენტი ლუკა მერკალი.
გასულ წელს ეს დღე 17 აგვისტოს დადგა 4 დღით გვიან. ბოლოს კაცობრიობამ დადგენილი წლიური ლიმიტის ფარგლებში რესურსების გამოყენება მოახერხა 1970 წელს. მაშინ დედამიწაზე ცხოვრობდა 3,5 მლრდ. ადამიანი, ამჯამად კი ორჯერ მეტი 7,3 მილიარდი, აღნიშნავს მერკალი.
შემდგომ წლებში მთელი 45 წლის მანძილზე ჩვენი ენერგიისა და საგნების გამოყენების წყურვილი სულ უფრო იზრდებოდა. ბოლო კვლევის თანახმად რომელიც ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მიწიერი ბიოსფერო შედარებულ იქნა გიგანტურ ელემენტთან, რომელიც ნელა იტენებოდა მილიონობთ წლის მანძილზე ახლა კი ძალიან სწრაფად იცლება.
პროექტის ხელმძღვანელის ჯონ შრამსკის თქმით, თერმოდინამიკის კანონები, რომელიც დატენვასა და დაცლას მართავს, უნივერსალური და აბსოლუტურია. "ჩვენ რისკის ქვეშ ვაყენებთ მთელი გარემოს გათიშვას, რომელიც ჩვენ გვიცავს და გვამაგრებს, ჩვენ უფლება არ გავაქვს გავაგრძელოთ სვლა ამ სახიფათო ტრაექტორიაზე.
გაეროს ინფორმაციით დედამიწაზე 2050 წელს იცხოვრებს 9,5 მილიარდი ადამიანი, თუკი ჩვენ რესურსების ხარჯვას ამ ტემპით გავაგრელებთ დავაჩქარებთ გლობალურ დათბობას, დავაგროვებთ ბევრ ნარჩენს, რომლიც არ ექვემდებარება ბიოგახრწნას და საუკუნის ბოლოს დაგვჭირდება რესურსები სამი დედამიწის ხელა პლანეტის ეკვივალნეტი რაოდენობის. ამას კი შეგვიძლია დავარქვათ - შეუსრულებელი მისია.
La Stampa
მასალის გამოყენების პირობები