შპს „ჯორჯიან ემერიქან ელიზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის ეტაპობრივად 25%-იან ზრდას სთავაზობს.
ჭიათურაში საპროტესტო აქციამ დღეს კიდევ უფრო ფართო მასშტაბები
შეიძინა. გაფიცულმა მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა
მოაწყვეს. გაფიცულებს დღესვე ტყიბულის შახტის რამდენიმე თანამშრომელი
და „რკინიგზელთა პროფკავშირის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მეათე დღეა გრძელდება. ისინი
კარვებში ათენებენ ღამეს. რამდენიმე მაღაროელებმა პროტესტის
უკიდურეს ფორმას მიმართა და მეცხრე დღეა შიმშილობს.
მასალის გამოყენების პირობები