ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებში ცნობილი ქართველი მოღვაწეების
შემოქმედების აღმიშვნელი საინფორმაციო აბრები გამოჩნდა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მათი გაკვრა 26 მაისის
ღონისძიებების ფარგლებში მოხდა, რომელიც განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივაა. მიზანი კი ქართველ
საზოგადო მოღვაწეებსა და მათ შემოქმედებაზე საზოგადოებაში ცოდნის
გავრცელება-გაზიარება.
ქალაქის ქუჩებში აბრების გამოჩენას სოციალურ ქსელში აზრთა
სხვადასხვაობა მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილმა მათი შინაარსი ვერ გაიგო,
ნაწილმა კი მიიჩნია, რომ აბრები მუმდივად დარჩენოდა და ხარისხი
დაიწუნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში
რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები