რუსთავი 2-ის ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი და
ოპერატორი ბაკურ ჩიხლაძე, რომელთაც წყალტუბოში თავს დაესხნენ,
ქუთაისის ინვერვენციული მედიცინის ცენტრში არიან
გადაყვანილი.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თამარ ჩიხლაძის ინფორმაციით,
ჟურნალისტს თავის ქალის
ტრამვა, თვალბუდის დაჟილობა და ცხვირის ზედაპირული მოტეხილობა
აღენიშნება. ოპერატორი კი კლინიკაში მსუბუქი დაზიანებებით
მიიყვანეს.
"პაციენტი არ საჭიროებს რეანიმაციულ
მკურნალობას და იმყოფება სტაციონარში, სადაც მოუწევს დარჩენა წოლით
რეჟიმში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება," -
აცხადებს თამარ ჩიხლაძე.
კლინიკური დირექტორი თამარ ჩიხლაძე
"ჯერჯერობით მოუწევს სტაციონარში დარჩენა წოლით რეჟიმში".
ტელევიზიის
წარმომადგენლებზე თავდასხვა წყალტუბოს სოფელ მესხეთში იმ დროს მოხდა,
როდესაც ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. გადამღები ჯგუფი
წყალტუბოში იმ გოგონას ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც 7 თვის ჩვილის
მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს თავს
5-ზე მეტი პირი დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია
თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი და ის გადაყვანილია პოლიციის
ადგილობრივ განყოფილებაში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პრიმა და 154-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს.
"კურიერის" ოპერატორმა თავდასხმის ამსახველი ვიდეომასალის გადაღება
შეძლო. კადრები შინაგან საქმეთა სამინისტროში მტკიცებულების სახით
არის წარდგენილი.
ამავე თემაზე:
წყალტუბოში რუსთავი 2-ის ჟურნალისტს თავს დაესხნენ
მასალის გამოყენების პირობები