წყალტუბოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს
თავს დაესხნენ.
ტელევიზიის წარმომადგენლები წყალტუბოში იმ გოგონას ოჯახში
იმყოფებოდნენ, რომელიც 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებითაა
დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტს და ოპერატორს გოგონას ახლობლები
ფიზიკურად გაუსწორდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია
თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი და ის გადაყვანილია პოლიციის
ადგილობრივ განყოფილებაში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლის პრიმა და 154-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები