შიმშილობისა და პროტესტის მე-7 დღეს, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს
საბაგიროსა და ტრესტის თანამშრომლები შეურთდნენ.
ჭიათურის საბაგიროში დასაქმებულების თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი"
გამუდმებით უგზავნის სმს-ეს, სადაც ეუბნებიან, არ აყვნენ პროვოკაციას
და არ შეუერთდნენ აქციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასების
შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება.
"ვიცით, რომ ხალხს ემსახურება ის, მაგრამ იძულებულები გავხდით
გაგვეჩერებინა, რადგან იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენი მეუღლეები,
ძმები და შვილები დგანან. არ ვიცი რა იქნება ზეგ", - ამბობს ითხვისის
საბაგიროს თანამშრომელი, მაია აბესაძე.
გაფიცულების თქმით, არ დაიშლებიან, ვიდრე მოთხოვნები არ
დააყოფილდება.
"ჩვენი შეშინება უნდათ, მაგრამ არ გვეშიანია. მათ უნდა
ეშინოდეთ, რომ არ მოვითხოვოთ მათი წასვლა აქედან. უკვე ორო დღეა ერთი
და იგივე სმსებს გვიგზავნიან, მაგრამ ჩვენი პასუხი რა არის? არის ის,
რომ დღეს უფრო მეტნი ვართ, ვირე ვიყავით გუშინ და ხვალ კიდევ მეტი
ვიქნებით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებული ხელფასების
25%-იანი მატება ტყუილია და მათ მხოლოდ 15%-იას ზრდას სთავაზობენ,
რომელსაც საშემოსავლოც გამოაკლდება.
ჭიათურელების თქმით ეს არსებულ მდგომარეობას არ შეცვლის.
ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს.
გარდა ამისა გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ.
ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ.
კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს
პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.
პარალელურად, თავის მხრივ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის
გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.
მასალის გამოყენების პირობები