ახალი ამბები
პროტესტი ქუთაისში - სამოქალაქო საზოგადოება წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების ამოღებაზე განმარტებას ითხოვს
FaceBook
"ვითხოვთ დასაბუთებულ განმარტებებს და კონრეტულ პასუხებს მთავრობისგან," - ამ მოთხოვნით სამოქალაქო მოძრაობის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლებმა აქცია გამარტეს.
აქციის წევრები მთავრობის მიერ მიღებულ იმ განკარგულებას აპროტერსტებენ, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიური უნივერიტეტის მშენებლობისთვის ტერიტორიიდან წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის ამოღების უფლება გაიცა. 



"აგვიხსნან, რა გახდა მიზეზი მიეღოთ განკარგულება წითელ ნუსხაში შეტანილი უნიკალური ხეების ამოღების, რადგან ბუნდოვანია იმ განკარგულების შინაარსი რაც მთავრობამ გასცა. ასევე, ვითხოვთ არ განხორციელდეს ხეების ამოღების არანაირი ქმედება იქამდე ვიდრე არ გაცხადდება საზოგადოებისთვის კონკრეტული და დასაბუთებული მიზეზი," - ამბობს სამოქალაქო მოძრაობის წევრი და აქციის მონაწილე გვანცაქ ჩოგოვაძე. 

აქციის მონაწილეების თქმით, იქამდე ვიდრე მთავრობა მათთან დიალოგს არ გამართავს, საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის მიზნით წითელ ნუსხაში შეტანილი 109  ხის ბუნებრივი გარემოდან ამოღების  უფლება მთავრობამ განკარგულებით გასცა

საუბარია მუხნარის ტყეში არსებულ წითელ წიგნში შეტანილ 60 ძირ „იმერულ მუხასა“ და 49 „ძელქვაზე“,  რომლის გარემოდან ამოღების უფლება ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანია "ატუს" გადაეცა.


17 მაისით დათარიღებულ  განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, ნათქვამია, რომ  კომპანია "ატუ"-მ   განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ მისამართზე უნდა დაასაწყობოს.

ხოლო "წითელ ნისხაში"  შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განახორციელოს.


რა მიზნით უნდა ამოიღონ "წითელ ნუსხაში" შეტანილი ხეები -ტერიტორიიდან -  ამის გარკვევის მიზნით "ქუთაისიპოსტი" ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მთავარ ინჟინერს მახო ცაგარელს დაუკავშირდა, თუმცა როგორ მან საუბარი არ ისურვა.


ამჟამად, ქუთაისში, მუხნარის ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობისთვის  მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.


60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის  პირველი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსაა დაანონსებული.


ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა.


პროექტის დასრულების ვადები ჯერ-ჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.