ჭიათურაში
გაფიცულმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
გაფიცული მაღაროელების განცხადებით, თუკი მათი მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება, პირს ყოველდღე თითო მაღაროელი ამოიკერავს.
მაღაროელები არ ეთანხმებიან შემოთავაზებას ხელაფასების ახლა 10,
შემდეგ კი 15%-ით გაზრდას. მათი მინიმალური მოთხოვნაა ხელფასის
30%-ით ზრდა.
ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს.
გარდა ამისა გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ.
ვახტური რეჟიმით მუშაობდნენ.
კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს
პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.
პარალელურად, თავის მხრივ უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის
გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს ჯორჯიან მანგანეზი.
მასალის გამოყენების პირობები